BCAGC-ს წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებიან. მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების მიზნით, მნიშვნელოვანი გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა იორდანიაში. დიდი ამანის მუნიციპალიტეტის დირექტორის მოადგილეს საზოგადოებრივი განვიათრების საკითხებში, ბატონ – ჰათემ სალეჰ ჰამლანს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენელს თეა გოგიასა და ბიზნესპალტის კონსულს იორდანიაში – აჰმად ნაჰარ აბუზაიდს შორის.
აღსანიშნავია ის წვლილი, რაც ბიზნესპალატის კონსულს იორდანიაში, ბატონ აჰმად ნაჰარ აბუზაიდს მიუძღვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებასა და გაძლიერებაში.