აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პრეზიდენტმა მეჰმეთ ბოზანმა მორიგი ვიზიტი გამართა თურქეთის ბიზნესპალატებისა და სასაქონლო ბირჟების გაერთიანების საბჭოს წევრთან ენგინ იეშელთან.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთანამშრომლობის ასპექტებს და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა , რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქართულ და თურქულ ბიზნესსექტორებს შორის პარტნიორული კავშირების გამყარებაზე.