აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პრეზიდენტმა მეჰმეთ ბოზანმა საქმიანი შეხვედრა გამართა დიერბაქირის ბიზნესპალატის პრეზიდენტთან მეჰმეთ ქაიასთან.
მონაწილე მხარეებმა ისაუბრეს ბიზნესპალატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მრავალმხრივ ფორმატში, რომლის ფარგლებშიც განიხილეს თურქეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და BCAGC-ს ფუნდამენტური ღირებულებები.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების წრე ფართოვდება და ამასთან, ბიზნესპალატაში წევრობის მსურველთა დინამიკა კვლავაც იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი საქმიანობის სწორ მიმართულებაში