21 თებერვალს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ ნაყოფიერი შეხვედრა გამართა „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურ მდივანთან, ბატონ ვანგ სინ ფუსთან და კომერციულ დირექტორთან, ბატონ გიორგი ალადაშვილთან.
შეხვედრა ემსახურებოდა ჰუალინგის ტერიტორიაზე ტურისტული კომპლექსის შექმნასა და განხორციელებას ბიზნესპალატის მხარდაჭერით.
აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანწილად გაზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ქვეყნის მიმართ ინტერესს.
პროექტის არსებითი მიზანია ტურისტებს მასპინძლობა გაუწიოს ძირითადად გალფის ქვეყნებიდან – ქუვეითიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ერთობლივი ძალისხმევით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესსექტორის გაძლიერებას და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.