𝐁𝐂𝐀𝐆𝐂-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა სამუშაო ვიზიტის კვირეულით ამჟამად თურქეთის დედაქალაქში – ანკარში იმყოფება.
ვიზიტის ოფიციალური დღის წესრიგი თურქეთში ბაჰრეინის ელჩთან, Bassem Ahmed Ali Marzooq მაღალი რანგის შეხვედრით დაიწყო, რომელიც გაცნობითი და საქმიანი ფორმატის სინთეზით წარიმართა.
უპირველეს ყოვლისა, ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდეტმა ახალდანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე.
რის შემდგომაც, დავით ცირდავამ ელჩს ბიზნესპალატასა და მისი წევრ კომპანიებზე ფართო ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო მათი წარმოებები, რომელთა განხილვაც ბაჰრეინსა და ზოგადად GCC-ს ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალის შეფასების ჭრილში მოხდა.
მხარეებმა საქმიანი დიალოგი საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის ფართოგანზომილებიანი ურთიერთობის შესაძლებლობებზე საუბრით გააგრძელეს, რა დროსაც განიხილეს კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რომელიც დადებითი გავლენას იქონიებს ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის დინამიკის ზრდაზე.
შეხვედრაზე, ელჩის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა ბიზნესპალატის დელეგაციის ბაჰრეინში ვიზიტის, ადგილობრივ ბიზნესმენებთან B2B და ბაჰრეინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან შეხვედრების მიზნით, რათა ერთმანეთში გაცვალონ სავაჭრო პოტენციალისა და მათი ათვისების შესახებ მოსაზრებები.
აგრეთვე , ყურადღება დაეთმო კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებას, რაც ცალსახად ორი ქვეყნის დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ მხრივ, გამოითქვა სურვილი, რომ ქართულმა ნაციონალურმა ანსამბლებმა მონაწილეობა მიიღონ ბაჰრეინის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად, გაზაფხულის სეზონზე მიმდინარეობს. ვინაიდან ბიზნესპალატა მიესალმება ხალხთა შორის კულტურული სხვადასხვაობის გაცნობას და მიიჩნევს, რომ მყარი კულტურული ურთიერთობები პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ წარმატებასთან, იგი გაუწევს მხარდაჭერას ქართულ ანსამბლებს ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად.
ამასთან ერთად, შეხვედრაზე ინტერესის საგანი ტურისტული სფერო იყო. ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას ბაჰრეინის მოქალაქეებისთვის და აღნიშნა, რომ ქართულ და ბაჰრეინულ ტურისტულ ბიზნეს სექტორებს შორის არსებული პერსპექტივების გამოყენება ორივე მხარისთვის საყურადღებო საკითხია.
მოხარული ვართ, რომ BCAGC კვლავ წარმატებით განაგრძობს ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთკავშირის განმტკიცების პოლიტიკას.