გასული კვირის საქმიანი ვიზიტების შემდეგ, ამჟამად აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მორიგი ოფიციალური მოწვევით საქართველოში იმყოფებიან ცნობილი თურქული სამშენებლო ჰოლდინგის Ünal Akpınar İnşaat, Sanayi, Turizm, Madencilik ve Ticaret S.A. გენერალური დირექტორი ბატონი ბიროლ აკპინარი და მმართველი ბორდის წევრი ბატონი მუსა დემირკაზიკი.
ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ გადაწყდა ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო პროექტის განხორციელება.
მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას, რაც ბიზნესპალატის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. საქართველოში მყოფი ინვესტორები აგრეთვე დაინტერესებული არიან ქვეყნის ტურისტული სექტორის პერსპექტივებითა და ამ სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებით.
ბატონი ბიროლ აკპინარის ვიზიტის მიზანი, გარდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა, ბიზნესპალატასთან ერთად სხვადასხვა პროექტების გახორციელებაში ურთიერთანამშრომლობა და მჭიდრო პარტნიორული კავშირის დამყარებაა.