BCAGC-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დუბაიში

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დუბაიში

BCAGC-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დუბაიში

  • Posted by: Kati2022
Официальный визит делегации BCAGC в Дубай.

BCAGC-ს დელეგაცია, პირველი ვიცე- პრეზიდენტის დავით ცირდავას ხელმძღვანელობით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების, აგროტურიზმის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლების შემადგენლობით, სამუშაო ვიზიტს ამჯერად დუბაიში ახორციელებს.

ვიზიტის საქმიანი ფორმატი BCAGC-ს პარტნიორ – საერთაშორისო საინვესტიციო კონსორციუმთან Inc.’’ (IIC) შეხვედრით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საუბრის მთავარი ფოკუსი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ამოქმედებული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მიმდინარე დადებით ტენდენციებზე და იმსჯელეს იმ დამატებით შესაძლებლობებზე, რომელსაც აჩენს აღნიშნული შეთანხმება.
ამ უკანასკნელის კონტექსტში, განიხილეს ქართული პროდუქციის პერსპექტივები UAE-სა და GCC-ს ქვეყნებში, ასევე ორმხრივი ინტერესის ქვეშ მყოფი საინვესტიციო პროექტების მთავარი ასპექტები.
“საერთაშორისო საინვესტიციო კონსორციუმმა” გამოთქვა მხარდაჭერისა და გააქტიურებული რეჟიმით სამუშაო ფორმატის სურვილი, რათა ქვეყნებს შორის ძალაში შესული ეკონომიკური შეთანხმების პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ BCAGC-სა და IIC-ს შორის, ა/წლის მაისში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში IIC წარმოდგენილი იქნება აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის (BCAGC) სახელით.
ოფიციალური ვიზიტი დუბაიში
Author: Kati2022