BCAGC-ს დელეგაცია, რომელსაც ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი დავით ცირდავა ხელმძღვანელობს, ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფებოდა.
ვიზიტი ემსახურებოდა ინდოეთთან არსებული მჭიდრო პარტნიორული კავშირის გაგრძელებასა და კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას.
რა მიზნითაც BCAGC-ს დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა ქალაქ
ჯაიპურში, ადგილობრივ სახელისუფლებო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილვის საგანი იყო სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და მზარდი დინამიკა ქვეყნებს შორის საქმიანი კავშირის მიმართულებით.
ბიზნესპალატის დელეგაცია მადლობას უხდის მასპინძელ მხარეს გულითადი მიღებისათვის.