შეხვედრაზე განხილული იყო კერძო და საჯარო სექტორის ეფექტური კოორდინაციის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. აქცენტები გაკეთდა თანამშრომლობაზე საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელვანი სექტორების მიმართულებთ, როგორიც არის: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მრეწველობა.
საქმიანი დიალოგისას ასევე ხაზი გაესვა ქვეყანაში მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორიების შემოსვლის მნიშვნელობას, მათ შორის GCC-ს ქვეყნებიდან, რომელი მიმართულებითაც ბიზნესპალატა აქტიურად მუშაობს და მართავს მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან გალფის ქვეყნებიდან.
მხარეების საუბრის საგანი აგრეთვე იყო ბიზნესპალატის ფარგლებში დაფუძნებული „საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის“ და „საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის სააგენტოს“ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.