იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და საქართველოს შორის, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის (BCAGC) პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა და ბიზნესპალატის საპატიო კონსული, ელმან გიულახმედოვი იორდანიაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ბიზნესპალატის მისიისა და მიზნობრიობის შესახებ შეხვედრა საქართველოს ელჩის უფროსს მრჩეველთან, ფერდინანდ თავაძესთან და მრჩეველ გოჩა კერესელიძესთან შედგა. შეხვედრის ფარგლებში, დავით ცირდავამ საელჩოს წარმომადგენლებს ბიზნესპალატის საპატიო კონსული იორდანიაში – ახმედ აბუზაიდი წარუდგინა, ასევე გააცნო ის მიმდინარე კულტურული ღონისძიებები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ბიზნესპალატა განახორციელებს.
აზიისა და სპარსეთის ყურის ბიზნესპალატასა და იორდანიაში საქართველოს პალატის წარმომადგენლებს შორის სამომავლოდ, ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა, რომლის ფარგლებშიც , როგორც ორი ქვეყნის ეკონომიკური, ასევე კულტურული მიმართულებით პოპულარიზაციასა და კავშირების გაღრმავებას ითვალისწინებს.