BCAGC-ს დელეგაცია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC-ს დელეგაცია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

BCAGC-ს დელეგაცია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

  • Posted by: Kati2022
BCAGC. meeting. private and piblic partnership agency
12 აპრილს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა – დავით ცირდავამ, ვიცე პრეზიდენტმა – გიორგი ოთარიძემ, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა – გვანცა ელგანდარაშვილმა და ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტის მრჩეველმა – ხატია თანდილაშვილმა შეხვედრა გამართეს კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელთან – ბატონ ლევან ბატიაშვილთან.
შეხვედრაზე განხილული იყო კერძო და საჯარო სექტორის ეფექტური კოორდინაციის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. აქცენტები გაკეთდა თანამშრომლობაზე საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელვანი სექტორების მიმართულებთ, როგორიც არის: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მრეწველობა.
საქმიანი დიალოგისას ასევე ხაზი გაესვა ქვეყანაში მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორიების შემოსვლის მნიშვნელობას, მათ შორის GCC-ს ქვეყნებიდან, რომელი მიმართულებითაც ბიზნესპალატა აქტიურად მუშაობს და მართავს მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან გალფის ქვეყნებიდან.
მხარეების საუბრის საგანი აგრეთვე იყო ბიზნესპალატის ფარგლებში დაფუძნებული „საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის“ და „საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის სააგენტოს“ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
Author: Kati2022