BCAGC-ს დელეგაცია კატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC-ს დელეგაცია კატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება

BCAGC-ს დელეგაცია კატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება

  • Posted by: Kati2022
Qatar Economic Forum

ბლუმბერგის ოფიციალური მიწვევით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ფართო წარმომადგენლობა, პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით, კატარის დედაქლაქ, დოჰაში, მიმდინარე კატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

BCAGC-ს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიცე პრეზიდენტი – დავით ცირდავა, ბიზნესპლატის წევრი ორგანიზაციის ELT BUILDING-ის დამფუძნებელი და ამავდროულად, BCAGC-ს საერთაშორისო ინვესტიციებისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარე – ელგუჯა თურმანიძე, BCAGC-ს ასოცირებული წევრი ორგანიზაციების დელეგატები საქართველოდან და აგრეთვე, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან და ქუვეითიდან.
კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესპალატის დელეგაცია 2022 წლიდან მონაწილეობს. მოხარული ვართ, რომ ამ მასშტაბურ ღონისძიებას წელსაც დიდი მოლოდინებითა და სრული მობილზიებით ესწრება ჩვენი ორგანიზაცია.
ფორუმზე ვიზიტის კარდინალური მიზანია ისეთ საყურადღებო პროცესებში მონაწილეობა, როგორებიცაა: გლობალური გამოწვევები, ეკონომიკის დივერსიფიკაცია და საერთაშორისო პერსპექტივების გამოვლენა. ამასთან ერთად, საინვესტიციო პროექტთა პორტფოლიოს წარდგენა საქართველოში კაპიტალდაბანდებით დაინტერესებულ ინვესტორთათვის.
ეკონომიკური ფორუმი გახსნის ცერემონიით დაიწყო, რომელსაც ოფიციალური მიწვევით BCAGC-ს წარმომადგენლობაც დაესწრო, ხოლო შემდეგი დღის წესრიგი სესიებითა და პანელური დისკუსიებით წარიმართა. ფორუმის ფარგლებში ბიზნესპალატის დელეგაციას მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს ჩანიშნული ადგილობრივ სამთავრობო, ბიზნესწრეებიისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.
გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ კატარის საელჩოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის.
კატარის ეკონომიკური ფორუმი 2024
Author: Kati2022