BCAGC-ს დელეგაცია კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ადგილობრივი მედიასაშუალებების ობიექტივში

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC-ს დელეგაცია კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ადგილობრივი მედიასაშუალებების ობიექტივში

BCAGC-ს დელეგაცია კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ადგილობრივი მედიასაშუალებების ობიექტივში

  • Posted by: Kati2022

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესპალატის დელეგაციის წევრებისგან ინტერვიუ აიღო არაერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ. კატარის ახალი ამბების სააგენტოსთან BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა დავით ცირდავამ ხაზი გაუსვა ფორუმის ღირებულებას, მიმდინარე გამოწვევების გადაწყვეტაში ღონისძიების როლს და ზოგადად, ეკონომიკური ფორუმების დადებით გავლენას ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად.

ბიზნესპალატის წარმომადგენლები აგრეთვე მიწვეულნი იყვნენ კატარის მედია კორპორაციის რადიოში. გადაცემის მიმდინარეობა და კითხვა – პასუხის რეჟიმი შეეხო ფორუმის მნიშვნელობასა და იმ არსებით საკითხებს, რაც გლობალურად დგას ეკონომიკურ ლანდშაფტზე.
BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა – დავით ცირდავამ და BCAGC-ს საერთაშორისო ინვესტიციებისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარე – ელგუჯა თურმანიძემ ისაუბრეს ღონისძიების არსზე და აღნიშნეს, რომ კატარის ეკონომიკური ფორუმი უნიკალური შესაძლებლობების ღონისძიებაა, რადგანაც იგი აერთიანებს სხვადსხვა ქვეყნების სამთავრობო ლიდერებს, ბიზნესსექტორებს, ასოციაციებს, განსხვავებული ინდუსტრიების წარმომადგენლებს და ჰქმნის გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის საუკეთესო პლატფორმას.
ამასთან ერთდ, ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ვაჭრობის როლს გლობალური ეკონომიკის აღმავლობაში, საქართველო-კატარს შორის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობებსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესის მზარდ დინამიკას ყურის ქვეყნებში.
BCAGC-ს დელეგაცია კატარის ეკონომიკური ფორუმზე ადგილობრივი მედიასაშუალებების ობიექტივში
Author: Kati2022