„ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, 17-19 ნოემბერს, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა 𝐀𝐠𝐫𝐨/𝐅𝐨𝐨𝐝/𝐃𝐫𝐢𝐧𝐤/𝐓𝐞𝐜𝐡/𝐄𝐱𝐩𝐨 -𝟐𝟎𝟐𝟑 გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქაზიმ ქართალი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა შავაძე და ბიზნესგაერთიანებებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენის სამდღიან ციკლში მონაწილეობდა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა პირველი ვიცე-პრეზიდენტის,
David Tsirdava ხელმძღვანელობით.
ბიზნესპალატამ, როგორც მუდმივად მხარდამჭერმა ქართული წარმოების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმის პროცესში, აღნიშნული პლატფორმაც ამ მოტივით გამოიყენა.
მოგეხსენებათ, 𝐁𝐂𝐀𝐆𝐂-ს კვლევის ერთ-ერთი მიმართულება 𝐆𝐂𝐂-ს ქვეყნებში(ბაჰრეინი, კატარა, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, საუდის არაბეთი) ქართული წარმოების შანსების განსაზღვრა და საექსპორტო პოტენციალის გამოვლენაა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად ახალი შესაძლებლობების გამოყენების წყაროებს დაეთმო.
𝐁𝐂𝐀𝐆𝐂-ს პირველი ვიცე პრეზიდენტის მხრიდან , ხაზი გაესვა იმ სამი პუნქტის განხილვას, რომელსაც ექსპორტზე გამსვლელი კომპანია უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს: ესენია:
●თავად კომპანია იყოს წარმოების მესაკუთრე
●შეეძლოს წლიური უწყვეტი ჯაჭვის შესრულება
●წარმადობა
დიალოგის მიმდინარეობამ, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან, გამოკვეთა ლოჯისტიკური პრობლემები, რომლებიც წლებია არსებობს და 𝐁𝐂𝐀𝐆𝐂-ს ხელმძღვანელ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ ამ საკითხზე აქცენტი მედია საშუალებებით.
ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა გააჟღერა აღნიშნული ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის გზა, რომელიც გულისხმობს ბიზნესპალატის წევრი დუბაის სადისტრიბუციო კომპანიის მეშვეობით ექსპორტის განხორციელების ოპტიმალურ გზას. ეს უკანასკნელი მოიაზრებს ერთი კონტეინერის პრინციპით, ინდივიდუალური მოთხოვნიდან გამომდინარე, რამდენიმე კომპანიის წარმოების თანადროულად გატანას.
რის შედეგადაც მნიშვნელოვანწილად შემცირდება საექსპორტო ხარჯები, საჰაერო გზით მიწოდებასთან შედარებით.
ხარჯების შემცირება კი თავისთავად განაპირობებს ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობას მაღალმსყიდველუნარიან 𝐆𝐂𝐂-ს ქვეყნებში.
ზემოხსენებულ თემებზე კოორდინირებული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის შესაბამის უწყებებთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან, რათა მიღწეულ იყოს რეალური შედეგები და თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობების ბოლომდე გამოყენება.
გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში, საინტერესო და შედეგებზე ფოკუსირებული შეხვედრა შედგა აზოტის ქარხნის წარმომადგენელთან, რა დროსაც განიხილეს 𝐆𝐂𝐂-ს ქვეყნებთან სავაჭრო პერსპექტივები და რეალური გზები აღნიშნულ ქვეყნებში ბაზარზე შესვლის.
ასევე აღსანიშნია, საქმიანი დიალოგი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ, ზაზა შავაძესთან. საუბრის მთავარი ხაზი აჭარაში წარმოებული პროდუქციის არსებითი მახასიათებლებისა და უცხოურ ბაზრებზე შესვლის შანსების განხილვა იყო. მიუხედავად აჭარის მცირემიწიანობისა, მხარეებმა გაანალიზეს აღნიშნული რეგიონის წარმოების სპეციფიკა და საექსპორტო შესაძლებლობები.
მოხარული ვართ, რომ ვიყავით მონაწილე აღნიშნული ღონისძიების და ვიმედოვნებთ, რომ ბიზნესპალატა ქართული წარმოების საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.