მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია
„მეგავატი“ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ასოცირებულ წევრთა კლუბს შეუერთდა.
„მეგავატი“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა საქართველოს კერძო სამშენებლო სექტორში, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიაში სტაბილურობით, საიმედოობითა და მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა.
კომპანია „მეგავატი“ მომხმარებელთა შორის დამსახურებული ავტორიტეტითა და მყარი რეპუტაციით სარგებლობს, რაც მის მიერ საქმიანობის მაღალი სტანდარტების თანმიმდევრულად დაცვაზე მიუთითებს.
ღრმად გვწამს, რომ ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.