საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე -პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ და ვიცე-პრეზიდენტმა გალფის ქვეყნების მიმართულებით, მის აღმატებულობა შეიხ მუჰამედ ალ-საბაჰიმ მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები გამართეს სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა საუდის ინვესტიციების მინისტრთან, მის აღმატებულება ხალიდ ალ ფალიჰთან და და მის მოადგილესთან. საუბრის მიმდინარეობისას მათი მხრიდან გამოიკვეთა საქართველოს მიმართ გამორჩეული ინტერესი, რის მკაფიო გამოხატულებაცაა ურთიერთთანამშრომლობის მტკიცე სურვილი და საქართველოში სტუმრობის ნება , ქვეყნებს შორის თვისობრივად ახალი პარტნიორული კავშირის ჩამოყალიბების მოტივით. აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ საქართველოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება უკავშირდება მაისის თვეში, დოჰაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებს საუდის არაბეთის სამეფოს მაღალი რანგის პირებთან.
ბიზნესპალატის დელეგაციამ მორიგი საქმიანი ფორმატის შეხვედრა გამართა ექსპორტის განვითარების არაბული კავშირის გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება აბდელ მონეიმ მოჰამედ მაჰმუდ ისმაილთან. საუბარი შეეხეო თანამშრომლობის გაფართოებას და ახალი შესაძლებლობების გამოვლენას. დიალოგის გაგრძელების მიზნით, მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა საქართველოში ვიზიტის.
არსებული კავშირის გამყარების მიზნით, მოლაპარაკებები გაიმართა კატარის სამრეწველო პალატისა და ომანის სამრეწველო სავაჭრო პალატის წარმომადგენელ პირებთან. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქმიანი ურთიერთობის განმტკიცების ყველა შესაძლო მიმართულებაზე.
მოხარულები ვართ, რომ შეხვედრების ციკლმა წარმატებით ჩაიარა და გამოითქვა რეალური ინტერესი თანამშრომლობის. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესპალატის დელეგაცია განაგრძობს საქმიანი კავშირების დამყარებას სხვადსხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.