შეხვედრები ბიზნესსექტორთან საუდის არაბეთში

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > შეხვედრები ბიზნესსექტორთან საუდის არაბეთში

შეხვედრები ბიზნესსექტორთან საუდის არაბეთში

  • Posted by: Kati2022
meetings

არაბეთი -ჩინეთის ორდღიან ბიზნესკონეფერენციაზე ოფიციალური ვიზიტი ბიზნესპალატის( BCAGC) დელეგაციამ დასკვნითი შეხვედრებით დაასრულა.

დიალოგი შედგა საუდის არაბეთის, კატარის, ომანის, ემირატების, ბაჰრეინის, იორდანიის, ლიბანის, ჩინეთისა და ინდოეთის ბიზნესსუბიექტებთან.
მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ყველა ფუნდამენტურ საკითხზე. აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, შეხვედრების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, საექსპორტო და სავაჭრო შესაძლებლობებზე.
ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას თქმით მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიებები მიზნობრივად და საფუძვლიანად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ყველა შესაძლო პლატფორმიდან გაჟღერდეს საქართველოს უპირატესეობებზე ბიზნესის კეთების კუთხით.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ორგანიზაცია წარმატებულად აგრძელებს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და ასევე, აფართოებს საქმიან კავშირებს საერთო ინტერესების ირგვლივ.
ბიზნესპალატა მადლობას უხდის ბიზნესკონფერენციის ორგანიზატორებს საუდის არაბეთის ინვესტიციების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესანიშნავი ღონისძიებისთვის, მიწვევისთვისა და გამორჩეული მასპინძლობისთვის.
meetings
 
Author: Kati2022