აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გამართა Brookfield Asset Management-ის კერძო ფონდების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტთან.
ორგანიზაცია სოლიდურ ინვესტიციებს ახორციელებს ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მასშტაბით. კომპანია, ასევე, შესაძლო საინვესტიციო კუთხით განიხილავს კავკასიის რეგიონსაც, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სამომავლო შესაძლებლობებს.
სწორედ ეს საკითხები იყო მოლაპარაკების დომინანტური თემა, რომლის მიმდინარეობისასაც BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კავკასიის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი ამომწურავად გააცნო დაინტერესებულ მხარეს.
ბიზნესპალატა მაქსიმალურად იყენებს მსგავსი გაფართოებული ფორმატის შეხვედრებს, რომ საინვესტიციო მიმართულებით გაზარდოს დაინტერესება ჩვენი რეგიონის მიმართ და ხელი შეუწყოს მსგავსი მაღალი რანგის კომპანიების საინვესტიციო ბაზარზე შემოსვლას.