BCAGC-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ გაცნობითი და ამავდროულად, საქმიანი ფორმატის შეხვედრა გამართა ჩინეთიდან, თიანჯინის(Tianjin) მუნიციპალიტეტიდან სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ დელეგაციასთან, რომელიც წარმოდგენილია ლოჯისტიკური, ავტოექსპორტიორი და სადაზღვეო კომპანიებით, სულ 27 ორგანიზაციის შემადგენლობით. დელეგაცია სტუმრად
თიანჯინის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეგიდით იმყოფება.
დელეგაცია ადგილობრივი საავტომობილო ბაზრის შესწავლისა და დილერებთან , ავტოიმპორტიორებთან პარტნიორული კავშირების დამყარების მიზნით იმყოფება, რომელიც მოიაზრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჩინური მეორეული ელექტრო ავტომობილების რეალიზებას.
ბიზნესპალატა მოხარულია, ჩინეთის დელეგაციის სხვადასხვა წევრებთან შემდგარი შეხვედრებით, რომელთა შორის აღსანიშნია , BCAGC-ს პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას შეხვედრა თიანჯინის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებისა და საერთო ინტერესების გამოკვეთის მოტივით შედგა.
შეხვედრის დასასრულს ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბიზნესპალატის პირველ ვიცე პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი გადასცა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ჩინეთში ბიზნესღონისძიებებზე მიიწვია.