შეხვედრა მის აღმატებულება არიფ ბასალამასთან.

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > შეხვედრა მის აღმატებულება არიფ ბასალამასთან.

შეხვედრა მის აღმატებულება არიფ ბასალამასთან.

  • Posted by: Kati2022
შეხვედრა
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ გაცნობითი და ამავე დროს, სამუშაო სახის შეხვედრა გამართა ინდონეზიის ახლადდანიშნულ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან უკრაინაში, აკრედიტირებულს საქართველოსა და სომხეთში, მის აღმატებულება არიფ ბასალამასთან.
შეხვედრაზე განხილულ საკითხთა გენერალური ხაზი საქართველო – ინდონეზიას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესაძლებლობები იყო. მხარეებმა მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ხორბლის იმპორტი ინდონეზიაში, ინდონეზიური ჰალალის პროდუქტების ექსპორტი იორდანიაში და ინდონეზიური კულტურის პოპულარიზაციის შესაძლებლობები ბიზნესპალატასთან თანამშრომლობაში მყოფი და მასთან დაახლოებული ორგანიზაციების ჩართულობით.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში საერთო პროექტების განხორციელებას, როგორც ბიზნესფორუმების, ასევე ფესტივალების სახით. აღნიშნული ღონისძიებები გააერთიანებს და მონაწილეობის საშუალებას მისცემს არამხოლოდ ორი ქვეყნის წარმომადგენლობას, არამედ აზიური და არაბული სახელმწიფოების დიპლომატიურ კორპუსებს.
შეხვედრის დასასრულს, კეთილგანწყობისა და მეგობრობის ნიშნად, დავით ცირდავამ, ბიზნესპალატის სახელით, მის აღმატებულებას სიმბოლური საჩუქარი, ვეფხისტყაოსნის მინიატურული გამოცემა უსახსოვრა, თავის მხრივ, ბატონ არიფ ბასალამ სიმბოლური საჩუქარი გადასცა დავით ცირდავას.
მოხარული ვართ, რომ გვქონდა ინდონეზიის ახლადდანიშნულ ელჩთან შეხვედრის, დიპლომატიური მისიის დაწყების მილოცვისა და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრის პატივი.
შეხვედრა
Author: Kati2022