ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ ელჩს საქართველოსა და სინაგპურს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების ხედვა გაუზიარა. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევის მიმართვით და ეტაპობრივი ნაბიჯებით შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის ბიზნეს წრეების დაახლოება და პარტნიორული კავშირების ახალ საფეხურზე გადაყვანა.
ელჩმა შემხვედრი მოსაზრებები გაუზიარა ჩვენს დელეგაციას და გარკვეული საქმიანი რეკომენდაციებიც მისცა სინგაპურში სამთავრობო და ბიზნეს სუბიექტებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით.
მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ასეთი საინტერესო და ინფორმაციული თვალსაზრისით დატვირთული შეხვედრა გაგვემართა სინგაპურის ელჩთან, რაც კიდევ მეტად ზრდის ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების სპექტრს.