კატარში სამუშაო ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრით გაგრძელდა.
BCAGC-ს დელეგაცია საცხოვრებელ რეზიდენციაში მიიწვია და ტრადიციული სამზარეულოთი უმასპინძლა
დოქტორ მოჰამედ ბინ ჯაჰარმა, რომელიც გახლავთ: კატარის პალატის საბჭოს წევრი,
ქუჩების, უბნების და სკვერების დასახლებების კომიტეტის წევრი მუნიციპალიტეტის და გარემოს სამინისტროში,
კატარის სამრეწველო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ისლამური პალატის შეხვედრებზე,
კატარი-მალაიზიის ერთობლივი კომიტეტის წევრი და აგრეთვე,
კატარი – მალაიზიის ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე.
შეხვედრას ამავდროულად ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. საუბარი წარიმართა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ფორმატში. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ურთიერთკავშირის განგრძობითობაზე.
BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ დოქტორ მოჰამედ ბინ ჯაჰარს ბიზნესპალატისგან ქართული ტრადიციული ხანჯალი უსახსოვრა , მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისთვის და თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეები საქართველოში მოიწვია, ბიზნესგარემოს გასაცნობად და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის მიმართულებების გამოსავლენად, რაზედაც სრული მზაობა გამოთქვა მასპინძელმა მხარემ და დაიგეგმა საქართველოში ვიზიტი.