ბიზნესპალატა ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყითა და მადლიერებით აღნიშნავს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა მხრიდან მხარდაჭერის ფაქტებს, ვინაიდან მათი როლი ქვეყნებშორის ურთიერთობების განმტკიცებაში ფასდაუდებელი და შეუცვლელია.
მოგახსენებთ, რომ შეხვედრაზე ბიზნესპალატის დელეგაციის წევრები : პირველი ვიცე პრეზიდენტი – დავით ცირდავა, საპატიო პრეზიდენტი – ალექსანდრე პოტემკინი, აგრო კომიტეტის თავმჯოდომარე – ირაკლი ჩოკორაია და დუბაისა და აბუდაბიდან ბიზნესპალატის წევრი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით მჭიდრო კავშირის დამყარებაზე გაკეთდა, რა მიზნითაც მხარეები დუბაისა და აბუ დაბიში სხვადასხვა ტიპის აქტივობებზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება: ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის წარმოსაჩენი ღონისძიებები, ეკონომიკური ფორუმები, რომელშიც მონაწილეობას პალატის წევრი კომპანიები და ადგილობრივი ბიზნეს სუბიქეტები მიიღებენ, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობი შეხვედრები დაინტერესებულ ბიზნესწრეებთან, ინდივიდუალურ წარმომადგენლებთან და ა.შ.
კიდევ ერთხელ და გულითად მადლობას მოვახსენებთ ელჩს მისი აღმატებულება, გიორგი ჯანჯღავას მხარდაჭერისთვისა და დათმობილი დროისთვის.