BCAGC-ს დელეგაციამ, პირველი ვიცე პრეზიდენტის – დავით ცირდავას, საპატიო პრეზიდენტის – ალექსანდრე პოტემკინის, აგრო კომიტეტის თავმჯოდომარის – ირაკლი ჩოკორაიას და დუბაისა და აბუდაბიდან ბიზნესპალატის წევრი კომპანიის დელეგატების შემადგენლობით, საქმიანი და პარტნიორული დაახლოებისკენ მიმართული შეხვედრა გამამრთა აბუ დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან: აბუ დაბის სავაჭრო – სამრეწველო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის დირექტორთან და აბუ დაბის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ბიზნეს ქსელის სექტორის – აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან.
საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიღწეულ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ამოქმედებამაც ბიზნეს სექტორში ახალი ტენდენციები, ქვეყნებსშორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობას კი დამატებითი სტიმული შესძინა.
შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ბიზნესპალატებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერებასა და ურთიერთთანამშრომლობის ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რა დროსაც მხარეებმა მოსაზრებები ურთიერთგაცვლეს.
აბუდაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ჩვენი დელეგაცია მომავლის ჭრილში დაგეგმილ ღონისძიებებზე მიიწვია და ამასთან ერთად, გამოთქვა მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მზაობა სხვადასხვა კუთხით, როგორც ბიზნესპალატის პარტნიორმა ორგანიზაციამ. ანალოგიურად, ბიზნესპალატის მხრიდანაც დაფიქსირდა მჭიდრო პარტნიორული კავშირის მტკიცე ნება და საქართველოში მასპინძლობის შეთავაზება.
BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ შევხედრის ბოლოს აბუ დაბის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ბიზნეს ქსელის სექტორის – აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ბიზნესპალატის სახელით, გვსურს, კვლავ დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მისი აღმატებულება გიორგი ჯანჯღავას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ვიზიტს საამირეობში მუდამ თან სდევდა წარმატებების მისაღწევად.