6 დეკემბერს შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური, რიგით მეორე, კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოფიციალური მიწვევით აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი, დავით ცირდავა დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი, BSEC-ის გენერალური მდივნის მოადგილე, ელჩი დიმიტრიოს რალისი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნატალია ბერუაშვილი და EUGBC-ის გენერალური მდივანი და შავი ზღვის პლატფორმის თანადამფუძნებელი, ზვიად ჭუმბურიძე.
„შავი ზღვის პლატფორმა” მნიშვნელოვანი მისიით დაარსდა, რომელიც გულისხმობს შუა დერეფნის გააქტიურებისა და მისი ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო ინოვაციური პროექტების დაწყებას და შესაბამისი პოლიტიკის წარმოებას ყველა დაინტერესებულ ქვეყნასათან. ზემოხსენებული მიზნებიდან გამომდინარე, საერთო ინტერესებით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზინესპალატა დაფუძნებიდან მხარდამჭერია აღნიშნული პლატფორმის.
მადლობას ვუხდით საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს საჭირო პლატფორმის ორგანიზებისთვის და ვუსურვებთ შედმგომ წარმატებებს” – აღნიშნა
BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ.