ქუვეითის ეროვნული დღესასწაულის
62-ე და განთავისუფლების
32-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ოფიციალური მიწვევით ესწრებოდა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის
(BCAGC) პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა.
ვულოცავთ ყველა ქუვეითელს ამ დღეს და ვუსურვებთ საყოველთაო მშვიდობასა და კეთილდღეობას! მადლობას ვუხდით ქუვეითის ელჩს სომხეთში, მის უმაღლესობა ნავაფ ალ-ენეზის ღონისძიებაზე მიწვევისთვის.