სტამბულში, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის დელეგაციის ვიზიტისას საინტერესო შეხვედრა გაიმართა უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, ასევე თურქულ – უკრაინულ საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციასთან, რომელსაც წარმოადგენდა მისი ბორდის თავმჯდომარე, ბატონი ბურაკ ფეჰლივანი. გაცნობითი კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა და საერთო ინტერესები. თურქულ უკრაინულ საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციასთან და უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან კოლაბორაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნების ბიზნეს სექტორების ეკონომიკური დაახლოებისთის.