თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივითა და ორგანიზებით სქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გაიმართა.
ორმხრივმა ბიზნესფორუმმა საუდელი და ადგილობრივი ბიზნესექტორის წარმომადგენლები ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სფერობიდან ურთიერთშორის კავშირების დასამყარებლად გააერთიანა.
ღონისძიება სიტყვით გახსნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი პერტაიამ. ასევე, სიტყვით გამოსვლისას საქართველო-საუდის არაბეთის მიმდინარე და სამომავლო ურთიერთობების ხედვები, სახელმწიფო სექტორის პერსპექტივიდან , შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.
ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღო
ბიზნესპალატის გუნდმა, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის -დავით ცირდავას, ვიცე-პრეზიდენტის – გიორგი ოთარიძის, BCAGC-ს საერთაშორისო ინვესტიციებისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარისა და
“Elt Building”-ის დამფუძნებლის -ელგუჯა თურმანიძის, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე- იბრაჰიმ მუჰამედის, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – ირაკლი ჩოკომარიასა და BCAGC-ს სხვა ასოცირებული წევრი კომპანიების წარმომადგენლობით.
ღონისძიების გახსნითი ნაწილის შემდგომ, დრო
B2B შეხვედრებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ უშუალოდ საქმიან პრიორიტეტებზე გასაუბრის და პოტენციური პარტნიორების აღმოჩენის.
B2B შეხვედრების ფორმატი ნაყოფიერად გამოიყენა ბიზნესპალატის გუნდმაც, არაერთი საინტერესო შეხვედრის გამართვის სახით, რომელიც ემსახურებოდა კონტაქტების გაფართოებას და არსებული კავშირების გამყარებას. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საუდის არაბეთიდან ჩამოსული დელეგაციის გარკვეულმა ნაწილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა, BCAGC-სთან საქმიანი მოლაპარაკებების შედეგად გამოკვეთილ საკითხებზე სამუშაოდ, მოხარული ვართ, რომ სტუმრებს ამ დროის განმავლობაში ბიზნესპალატა უმასპინძლებს.
მადლობას ვუხდით სავაჭრო-სამრეწევლო პალატას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის და კერძო სექტორისთვის ამ შესაძლებლობის მიცემისთვის, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიზნესფორუმის მხარდაჭერისათვის.