ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ნიდერლანდებსა და ბელგიის სამეფოში გამართულ ბიზნეს ფორუმზე, ოფიციალური მიწვევით, საქართველოს ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ , საინვესტიციო კომპანია „ჯეოსილქროუდ ჰოლდინგის“ მმართველი ბატონ დავით ცირდავა და საინვესტიციო დირექტორი ბატონი ვლადიმერ ლურსმანაშვილი , სადაც საქართველო ბელგიის ბიზნესის მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საინვესტიციო კომპანია „ჯეოსილქროუდ ჰოლდინგი“ წარადგინეს.
„ჯეოსილქროუდ ჰოლდინგის“ დამფუძნებლმა და მმართველმა, დავით ცირდავამ მნიშვნელოვან აქცენტებზე – საქართველოში საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების შესახებ – გაამახვილა ყურადღება და ასევე, ვრცლად ისაუბრა აზიისა და სპარსეთის ყურეს ქვეყნების ბიზნესპალატის- BCAGC შესახებაც, რომლის გენერალური პარტნიორიც და მხარდამჭერიც, საინვესტიციო კომპანია „ჯეოსილქროუდ ჰოლდინგია“.