საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი

  • Posted by: Kati2022
business forum
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ – “საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმს” დაესწრო.
ღონისძიება აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის, მიქაილ ჯაბაროვის ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა და ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს მიეძღვნა.
ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიება წარიმართა ორმხრივი ბიზნეს შეხვედრებით აზერბაიჯანული და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც მიმოიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ბიზნესფორუმის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, რომელიც დაეხმარება და ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესსექტორის ურთიერთთანამშრომლობას.
 
Author: Kati2022