საუდის არაბეთის საელჩოს მიღება

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > საუდის არაბეთის საელჩოს მიღება

საუდის არაბეთის საელჩოს მიღება

  • Posted by: Kati2022
საუდის არაბეთის საელჩოს მიღება

საუდის არაბეთის საელჩოს და საუდის არაბეთის პალატის ფედერაციის პრეზიდენტის მიწვევით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე- იბრაჰიმ მუჰამედი, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ჩოკომარია საუდის არაბეთის საელჩოს მიღებაზე იმყოფებოდნენ.

დახურული ღონისძიება საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებსა და მიწვეულ სტუმართა შორის გაცნობითი და მისასალმებელი ფორმატით წარიმართა, რომელიც გალა ვახშმით დასრულა.
მიღება ცხადია მიეძღვნა დომინანტურ თემას საქართველო-საუდის არაბეთის ორმხირვი პარტნიორობის ხელშეწყობას და გაღრმავებას სავაჭრო-ეკეონომიკური თვალსაზრისით.
BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ პატივისცემის და კეთილგანწყობის ნიშნად სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრა საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს:
●ჰასსან მუჯიბ ჰ ბანი ჰუვაიზ
საუდის არაბეთის პალატის ფედერაციის თავმჯდომარე;
●ფაჰად მუჰამედ ჰ ალოსაიმი საუდის არაბეთის პალატის ფედერაციის ურთიერთობის მენეჯერი, ბიზნეს საბჭოების საქმეთა დეპარტამენტი;
•ნასერ საიდ მ ალ ჰაჯრი
საბჭოს თავმჯდომარე
Nasser Al-Hajri & Partners Contracting Company
(სამრეწველო კონტრაქტები, ნავთობი და გაზი, ნავთობქიმიკატები);
●მაჯედ მაჰალ ალბუგამი
თავმჯდომარე
Arabian Anjaal Company LTD
●ალოტაიშან, აბდულრაჰმან სალეჰ ა
აღმასრულებელი დირექტორი – Al-Otaishan Co (ლოგისტიკა, წარმოება, ნავთობი და გაზი, ნავთობქიმიკატები)
მოხარული ვართ, რომ საუდის არაბეთთან დაახლოების და საქმიანი კავშირების გაფართოების გზა უწყვეტი წარმატებით მიმდინარეობს.
საუდის არაბეთის საელჩოს მიღება
Author: Kati2022