აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი, დავით ცირდავა ოფიციალური მიწვევით საუდის არაბეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
საზეიმო მიღება საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს ეგიდით გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა საქმიანი საუბრი გამართა საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებთან. ყურადღება დაეთმო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებისა და ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევების განხილვას.
მადლობას ვუხდით საუდის არაბეთის საელჩოს ღონისძიებაზე მოწვევისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მივულოცოთ საუდის არაბეთის სამეფოსა და მის ყველა მოქალაქეს ეროვნული დღესასწაული და ვუსურვოთ მშვიდობიანი მომავალი, სტაბილური კეთილდღეობა და წარმატებები ყველა დასახულ მიზანში.