მორიგი ქალაქი, სადაც ბიზნესპალატის გუნდი რეგიონული ტურნეს- “ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ ჩავიდა, ქუთაისი გახლდათ.
შეხვედრას დაესწრენენ ქუთაისის მერიის წარმომადგენელი პირები, რეგიონის მეწარმე-ფერმერები, მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტები.
ღონისძიებამ გამოკვეთა, თუ როგორი მაღალი ინტერესია ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებში წარმოების გაფართოებაზე, ხარისხის გაუმჯებესებასა და უცხოურ ბაზრებზე გასვლაზე.
აღნიშნული ინტერესის საპასუხოდ,
ბიზნესპალატის გუნდმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გალფის ბაზრების მოთხოვნებსა და ტენდენციებზე, ექსპორტის შესაძლებლობებზე და სასარგებლო კავშირების დამყარებაზე, თავის მხრივ, მათ კმტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა ექსპორტისთვის მოსამზადებელ და განსახორციელებლად საჭირო ყველა ეტაპზე.
რეგიონული ტურნე, დღეს, გორში შეხვედრით დასასრულს მიუახლოვდა.
შემაჯამებელ შეხვედრას კი თბილისი უმასპინძლებს!