ღონისძიება მისი უდიდებულესობის შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, დუბაის მმართველის პატრონაჟითა და დუბაის ბიზნესპალატის ორგანიზებით იმართება.
ბიზნესპალატის დელეგაცია დღეს გამართულ დახურულ საღამოს სპეციალური მიწვევით დაესწრო, რომლის ფარგლებშიც მათ შეხვედრები გამართეს დუბაის ბიზნესპალატის ხელმძღვანელ პირებსა და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.