მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში მრავალინდიკატორიული კვლევის ანგარიში წარადგინა – ,,ქართული პროდუქციის თანამედროვე მდგომარეობა GCC-ის ქვეყნებში და მათი სამომავლო პოტენციალი“. ინტერდისციპლინარული კვლევა ანალიტიკოს-მკვლევარმა ანნა მარი ჩიბურდანიძემ ეკონომიკის დოქტორის სსიპ. სჯსუ-ის პროფესორ ლავრენტ ჩიბურდანიძის აკადემიური ხელმძღვანელობით განახორციელა.
კვლევის შედეგად შეფასდა ქართული პროდუქციის შეღწევადობა
GCC-ის ქვეყნებში, იდენტიფიცირდა მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ქართული პროდუქცია ყურის საბჭოს ქვეყნების ინტერესებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. შესწავლილ იქნა აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი სატარიფო შეზღუდვები, სავაჭრო პირობები და არსებული გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებზე და გამოიკვეთა კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ მომხმარებელთა ქცევასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას GCC-ის ქვეყნებში.
კვლევის ფარგლებში, ექსპერტებთან და ქართველ მეწარმეებთან კონსესუსის საფუძველზე, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას GCC-ის ქვეყნებში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით რიგ პროექტებში, შესაბამისი უწყებების გააქტიურებით და სპეციალურად სპარსეთის ყურის საბჭოს რეგიონისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავებით.