ET EDGE-ის ორგანიზებით, მისი აღმატებულება შეიხ ნაჰაიან ბინ მაბარაქ ალ-ნაჰაიანის პატრონაჟითა და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მხარდაჭერით, აბუ-დაბიში „ ინდოეთი-გალფის ბიზნესსამიტი“ მიმდინარეობს.
ღონისძიებას ბიზნესპალატა ფართო წარმომადგენლობით ესწრება, რომელსაც პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან: ბიზნესპალატის საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე – ზურაბ ჩინჩალაძე, ნავთობისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – მოჰამედ იბრაჰიმ, ბიზნესპალატის კონსული ინდოეთში – უტტამ სინგჰალი, გენერალური კონსული GCC-ის ქვეყნებში – ომარ კატამინი და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესპალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
ბიზნესსამიტის მიზანია ერთი გლობალური პლატფორმის ქვეშ გააერთიანოს ბიზნესის, პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და ნოვაციების შემქმნელი პირები, რათა ჯანსაღ და კონსტრუქციულ გარემოში განიხილონ ისეთი არსებითად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ინდოეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორისი სტრატეგიული თანამშრომლობა, სხვადსხვა ინსდუსტრიებში საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენა და სავაჭრო ეკონომიკური პერსპექტივების განხილვა.