„ინდოეთი-გალფის ქვეყნების ბიზნესსამიტი“ ცალკეული სამუშაო თუ გაცნობითი ფორმატის შეხვედრებით დაიხურა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ბიზნესპალატასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და კონკრეტული საკითხების განსახილველად დიალოგის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
მოხარულები ვართ, რომ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა მხარდამჭერი იყო ისეთი მნიშვნელობის ღონისძიების, რომელიც ცალსახად ხელშემწყობია ბიზნესის განვითარების, საქმიანი კავშირების გაფართოების და დამატებითი შესაძლებლობების აღმოჩენის.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს შესანიშნავი მიღებისთვის და ასევე, ჩვენს კონსულებს, წევრ კომპანიებს, ბიზნესპალატის სრულ დელეგაციას – წარმატებული ვიზიტისთვის.