„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. წლევანდელმა ფორუმმა კიდევ უფრო მეტი მასშტაბები შეიძინა და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატს უმასპინძლა, მათ შორის იყო აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების 110 წარმომადგენელი. მსგავსი საერთაშორისო დონის, სადისკუსიო პლატფორმის შექმნის ინიციატივა სამთავრობო სექტორის მხრიდან უაღრესად დასაფასებელი და მისასლამებელი ნაბიჯია. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს ბიზნესსექტორთან ჯანსაღი დამოკიდებულების ქონასა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისკენ მიმართულ პოლიტიკაზე.
ზემოხსნებულიდან გამომდინარე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ სამთავრობო სექტორს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ფორუმის ორგანიზებაში.
მადლობას მოვახსენებთ:
პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ბიზნესისთვის ამდენად აუცილებელი ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ადგილობრივ ბიზნესსექტორს მეტად სიცოცხლისუნარიანს და საერთაშორისო ბიზნესწრეებთან დაკავშირებულს ხდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ბიზნესექტორისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვისა და აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ბიზნესის ინტერესების გათვალისიწინებისათვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესა და ფორუმის საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელს, გენადი არველაძეს, მის თანანაშემწეს, ნინო ციხელაშვილსა და სრულიად შტაბს ღონისძიების ასე მაღალი რანგის სტანდარტებით ჩატარებისთვისა და საჭიროებისამებრ, ბიზნესექტორთან მყისიერი უკუკავშირისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, სხვადასხვა ქვეყნის საკონსულოებს, საქართველოს საელჩოს ინდოეთში, ქეთევან ლაგვილავას, ყველას, ვინც მონაწილეობას იღებდა ფორუმზე უცხოელი დელეგატების სტუმრობისთვის აუცილებელი ფორმალური მხარის მოწესრიგებაში.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით და პროდუქტიულად ჩაიარა, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოცულობით და ფართომაშტაბიან შედეგბსაც გამოაჩენს.
ღონისძიების შედეგობრივი რაკურსით განხილვისას შეგვიძლია ბზინესპალატის მაგალითზე ვისაუბროთ, რომელიც ფორუმის ფარგლებში შედგა.
ჩვენმა ორგანიზაციამ მოლაპარაკებები დაასრულა მსხვილ საინვესტიციო კომპანიასთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას, „შუა დერეფნის“ დიდ პროექტებში ჩართულობასა და ა.შ.
ასევე, მოლაპრაკებები დასრულდა არაბულ კომპანიებთან, რომლებიც უშუალოდ ექსპორტ-იმპორტის სფეროში მოღვაწეობენ და საქართველოში განიხილავენ საქმიანობას ამიერკავკასიის ქვეყნებსა და გალფის ქვეყნებს (საუდის არაბეთი,ქუვეითი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები,) შორის, ვაჭრობის გაღრმავების მიზნით.
მოლაპრაკებების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ექსპორტის ახალი შესაძლებლობები, რაც მოიაზრებს ტორფის გატანას GCC ქვეყნებში, რაც ახალი განზომილების გამოჩენაა სავაჭრო ურთიერთობებში.
აგრეთვე, აბრშუმის გზის ფორუმის გამოძახილია დუბაის პალატების პრეზიდენტის და CEO-ს , მოჰამად ალი რაშედ ლუტაჰის მიერ დუბაის ბიზნესფორუმზე აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბზინესპალატის დელეგაციის ოფიციალურად მიწვევა, პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით. ფორუმი გლობალურ ვაჭრობაში ახალი პერსპექტივების გამოკვეთასა და ამ პროცესში დუბაის როლს მიეძღვნება. ღონისძიებას სამთავრობო, კერძო და საფინანსო სექტორის მაღალი რანგის პირები დაესწრებიან.