26 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი, ოპერისა და ბალეტის თეატრში.
მთავრობის მეთაურმა აქცენეტები გააკეთა ფორუმის მნიშვნელობაზე, როგორც ეფექტური ეკონომიკური პლატფორმის არსებობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების 110 დელეგატი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცირდავა.
ფორუმის ფარგლებში, დელეგატებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედრები გაემართათ სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა – ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, კომუნიკაციები , ფინანსური ტექნოლოგიები – განეხილათ მიმდინარე მოვლენები და დაესახათ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიზნები.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბზინესპალატა მადლობას უხდის სამთავრობო სექტორს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, სრულიად საორგანიზაციო შტაბსა და მის ხელმძღვანელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გენადი არველაძეს ასეთი მაღალი რანგის ღონისძიების ორგანიზებისთვის.
ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს დელეგატებს მობრძანებისა და ფორუმზე მონაწილეობისათვის.