დუბაის ბიზნესფორუმის შეჯამება

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > დუბაის ბიზნესფორუმის შეჯამება

დუბაის ბიზნესფორუმის შეჯამება

  • Posted by: Kati2022
DUBAI FORUM
ორმხრივი შეხვედრებით დასრულდა დუბაის ბიზნესფორუმი. BCAGC-ს წარმომადგენლობამ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით, ორდღიან ღონისძიებაზე სამუშაო ვიზიტი ნაყოფიერად და მიღწეული შედეგებით დაამთავრა.
დუბაის ფორუმის ფარგლებში ბიზნესპალატის დელეგაციამ არაერთი ღირებული და საქმიანი შეხვედრა გამართა. აღსანიშნია შეხვედრა Dubai Chambers-ის პრეზიდენტ, მუჰამედ ალი რაშიდ ლუტაჰთან. დიალოგი ფოკუსირებული იყო ურთიერთთანამშრომლობის პერსეპქტივებსა და მოლოდინებზე. საუბრის დასასრულს კი ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა მას არაბულ ენაზე ნათარგმნი მინიატურული ვეფხისტყაოსანი უსახსოვრა.
მნიშვნელოვანი საუბარი შედგა Dubai Chambers-ის რეგიონალურ დირექტორთან – ახლო აღმოსავლეთსა და დსთ-ში, აბდულლა ბაქერსთან, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა ქართული წარმოების მიმოხილვასა და საექსპორტო პოტენციალის შეფასებაზე.
ამასთან ერთად, ურთიერთშორის საქმიანი დამოკიდებულების ფართო სპექტრი იყო განხილვის საგანი MD Vault Investments-ის თავმდჯომარესა და მმართველ დირექტორთან, სულთან ალი რაშედ ლუტაჰთან.
ასევე, ბიზნესპალატის დელეგაციამ, ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, საყურადღებო შეხვედრები გამართა სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან: მათ შორის:
აზერბაიჯანში Dubai Chamber-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან-სანან მამმად ნასიბლისთან
ინდური კომპანიის KONKAN FINANCIAL CAPITAL { FINCAP } LTD. NBFC დირექტორთან აჯაი ტამბესთან,
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს კომერციულ მრჩეველთან, აშიშ კუმარ სარკართან,
“კენიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის” პრეზიდენტთან,ბატონ რუტტო კ. ერიკთან, კენიის ეროვნული სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრთა მოზიდვისა და სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჯეიმს კიტავისთან,
კენიის ეროვნული სავაჭრო და სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან, მუსტაფა რამადანისთან, Dubai Chambers-ის მთავარ წარმომადგენელთან სინგაპურში, ლეონარდ ტანგაველუსთან,
BUH Consulting-ის მმართველ დირექტორთან,სემ ს. ჰონგისთან,
აზერბაიჯანის გადამზიდავი კომპანია Optimal Logistics Group-ის აღმასრულებიელ დირექტორთან, სამირ ისმაილოვისთან,
Dubai Chambers-ის რეგიონულ დირექტორთან- აფრიკაში,ხალიდ ალ ალისთან, საინვესტიციო კომპანია VAULT INVESTMENTS-ის ბიზნეს განვითარების ოფიცერ, იერჟან ნაუშასთან.
მოხარულები ვართ, რომ ბიზნესპალატა კვლავ აქტიურად განაგრძობს საქმიანი კავშირების შეძენას, წევრი კომპანიების გაფართოებას და ახალი პარტნიორების მოკრებას საერთო ღირებულებების ირგვლივ.
დუბაის ფორუმი
Author: Kati2022