პანელური დისკუსია „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით წარიმართა. ღონისძიებაზე კი იმყოფებოდნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, განათლების სისტემაში არსებული პრობლემების ანალიზის მიზნით.
აღსანიშნავია საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვრცელი საუბარი, რომელიც აქცენტირებული იყო სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების საკითხებზე.
დისკუსიის ფარგლებში ერთმნიშვნელივნად გამოიკვეთა ცვლილებების აუცილებლობა, როგორც განათლების მიღების გაუმჯობესების, ასევე პრაქტიკაზე და კვლევებზე დაფუძნებული სწავლების მხრივ.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ამდენად ღირებულ ღონისძიებაში, რომელიც უკეთესი განათლების პერსპექტივისკენ იყო მიმართული.
ვინაიდან ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ზრდა-განვითარება ჰქმნის იმ ადამიანურ კაპიტალს, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდღეობას.