ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცირდავა, ოფიაციალური მიწვევით, საქართველოში ერაყის საქმეთა დროებითი რწმუნებულს, ფირიალ აბდულნაჰბი მოჰამედს შეხვდა.
შეხვედრა თემების ფართო სპექტრის მიმოხილვის ფონზე წარიმართა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი 2025 წლის 14-15 ივნისს ბაღდადში დაგეგმილ
Iraq Investment Forum-ს დაეთმო.
აღნიშნული პლატფორმა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენას.
წარმოდგენილი იქნება ისეთი სექტორები, როგორიცაა: ენერგეტიკა და განახლებადი ენერგია, მრეწველობა, სამრეწველო ქალაქები და თავისუფალი ზონები, უძრავი ქონება, ჯანდაცვა და ფარმაცევტული ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა, ტურიზმი და გართობა, ტრანსპორტი და პორტები, ასევე კვება და წარმოება.
ფორუმი უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს კომპანიებსა და ბიზნესმენებს, შეხვდნენ გლობალურ და რეგიონულ ბანკებსა და ფონდებს.
ასევე, მონაწილეებს მიეცემათ პირდაპირი ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა ერაყში მოქმედ სამინისტროებთან და საინვესტიციო ორგანოებთან, აგრეთვე ექნებათ საშუალება, რომ წარმოადგინონ რეგიონული და საერთაშორისო ინტერესის მქონე ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტები.
ბიზნესპალატა მადლობას უხდის
ერაყის საელჩოს მოწვევისთვისა და შეხვედრის შესაძლებლობისთვის, რომლის ფარგლებშიც მრავალი საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა და სამომავლო პროექტი დაიგეგმა.