როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ წელს პირველად აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა.
რიგით
57-ე სხდომა თბილისში 2-5 მაისს გაიმართა. ოთხდღიანი ღონისძიება სხვადასხვა თემატიკის პანელური დისკუსიებითა და ორმხრივი შეხვედრებით წარიმართა.
ADB-ს წლიური შეხვედრის კვირეული საქართველოში პროდუქტიულად დასრულდა. მიმდინარე გლობალური საკითხების მიმოხილვას გარდა, სესიის ფარგლებში იმსჯელეს გარკვეულ სამომავლო თემებზე და ურთიერთშორისი კავშირის შემდგომი განვითარების ხედვებზე.
მოხარულები ვართ, რომ ღონისძიებამ მაღალი დონის შეფასება დაიმსახურა სტუმართა მხრიდან, რა პათოსსაც იზიარებს ჩვენი ორგანიზაციაც და მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებისათვის.