მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბოზნესპალატის პრეზიდენტად დაინიშნა თურქეთის მოქალაქე ბატონი მეჰმეთ ბოზანი, რომელიც ასევე, არის თურქეთის ბიზნეს კონფედერაციის – „ბირკონფედის“ (BİRKONFED) გენერალური დირექტორის მთავარი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ბატონი მეჰმეთის თანამდებობაზე დანიშვნა ემსახურება ბიზნესპალატის კიდევ უფრო გაძლიერებასა და დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას.
ბატონი მეჰმეთი, როგორც პალატის ახალდდანიშნული პრეზიდენტი, დაინტერესებულია საქართველოს ბიზნეს-საინვესტიციო პოტენციალით და მისი პოპულარიზაციით თურქეთში. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის პირველივე დღიდან თურქული ბიზნესისა და კომპანიების მიერ აქტიურად განიხილება საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
მიმდინარე წლის თებერვალში სტამბოლში „ბირკონფედის“ ორგანიზებით დაგეგმილია ეკონომიკური სამიტის ჩატარება. აღნიშნულ სამიტზე ბიზნესპალატასა და თურქეთის ბიზნეს კონფედერაცია „ბირკონფედს“ შორის გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
რეგიონში საქართველოსა და თურქეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უაღრესად აუცილებელია. ვინაიდან, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც ინვესტიციებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა, ბატონი მეჰმეთ ბოზანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა კარგი შესაძლებლობაა თურქეთისა და საქართველოს ბიზნეს-საინვესტიციო სექტორის დაახლოების, სამომავლო ურთიერთობების განვითარებისა და გრძელვადიანი, მტკიცე პარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის.
ბიზნესპალატის მთლიანი გუნდი წარმატებებს უსურვებს ბატონ მეჰმეთს თანამდებობრივი უფლებამოსილებებისა და სამომავლო გეგმების ეფექტურად განხორციელებაში.