შეხვედრა Ibhar Enterprises Group-ის დირექტორთან

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > შეხვედრა Ibhar Enterprises Group-ის დირექტორთან

შეხვედრა Ibhar Enterprises Group-ის დირექტორთან

  • Posted by: Kati2022
Meeting Ibhar Enterprises Group Director, Dr. with Moyasser Saddiq

15 მაისს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესპალატის დელეგაციამ, BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა – დავით ცირდავამ და BCAGC-ს საერთაშორისო ინვესტიციებისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარემ -ელგუჯა თურმანიძემ, კონსტრუქციული შეხვედრა გამართა Ibhar Enterprises Group-თან, რომელიც მისი დამფუძნებლისა და დირექტორის Dr. Moyasser Saddiq – ის მოწვევის საფუძველზე შედგა.

შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო ურთიერთთანამშრომლობის ყველა შესაძლო მიმართულება და საერთო ინტერესების გადაკვეთის წერტილები.
ორმხირვი მოლაპარაკება მივიდა საქმიან შეთანხმებამდე, რაც გამოიხატა მემორანდუმის გაფორმების ნებით, რომლის გენერალური პუნქტებია:
● Ibhar Enterprises Group იქნება ბიზნესპალატის ოფიციალური წარმომადგენელი კატარში.
●ამოქმედდება ⁠ეკონომიკური ურთიერთშორისი აქტიური თანამშრომლობის ახალი ფაზა, აგრეთვე, საინვესტიციო პროფილით ინტენსიური სამუშაოები, საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულებით მეტი ინვესტიციის მოზიდვის მოტივით.
⁠●ორი ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკური და კულტურული დაახლოების მიზნით, დაორგანიზდება ეროვნული დღესასწაულების თუ საქმიანი ღონისძიებების გამართვა, როგორც კატარში, ასევე საქართველოში. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდება ეკონომიკური ფორუმების გამართვაზე ბიზნესსექტორების დაახლოების მიზნით, ასევე, BCAGC-ს ასოცირებული წევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების წარმოების გამოფენა-გაყიდვების მოწყობაზე კატარში, სადაც ქართული პროდუქციის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ცალკე ადგილი დაეთმობა .
ხელშეკრულებას ბიზნესპალატის მხრიდან ხელს მოაწერს პირველი ვიცე პრეზიდენტი დავით ცირდავა და Ibhar Enterprises Group მხრიდან დირექტორი Dr. Moyasser Saddiq.
მოხარულები ვართ, რომ ბიზნესპალატის პარტნიორ, საქმიანი მოკავშირეების წრეს კიდევ ერთი, ავტორიტეტული და სანდო ორგანიზაცია შემოუერთდა.
შეხვედრა Ibhar Enterprises Group-ის დირექტორთან
Author: Kati2022