შეხვედრა "სფერო ჰოლდინგთან"

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > შეხვედრა “სფერო ჰოლდინგთან”

შეხვედრა “სფერო ჰოლდინგთან”

  • Posted by: Kati2022
Sfero Holding
𝗕𝗖𝗔𝗚𝗖 -სა და „სფერო ჰოლდინგი“-ს ხელმძღვანელ პირებს შორის გაცნობითი სახის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკვანძო საკითხები განიხილეს.
ამასთან ერთად, იმსჯელეს კოლაბორაციის პერსპექტივებსა და ფორმატზე.
ბიზნესპალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ ხაზი გაუსვა „სფერო ჰოლდინგის“ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. ასევე, დიალოგის მონაწილე პირებს მოახსენა ბიზნესპალატის მისია და სამოქმედო ორიენტირი.
ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარების მოტივით, “სფერო ჰოლდინგის” წარმომადგენლებმა ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი, იგოეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტის, მრავალსართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის ადგილზე გასაცნობად მიიწვიეს.
Author: Kati2022