სამუშაო შეხვედრა "მათე მოტორსის" ოფისში

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > სამუშაო შეხვედრა “მათე მოტორსის” ოფისში

სამუშაო შეხვედრა “მათე მოტორსის” ოფისში

  • Posted by: Kati2022
working meeting
BCAGC-ს “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიის კომიტეტმა”, შემუშავებული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, 12 თებერვალს, “მათე მოტორსის” ოფისში დახურული სამუშაო შეხვედრა გამართა.
კომიტეტის მიერ გაცხადებული ღია ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკის შესაბამისად, შეხვედრას მოწვეული ორგანიზაციის რანგში ესწრებოდა – საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაცია.
საქმიანი დიალოგის ძირითადი აქცენტი სფეროში გამოკვეთილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ოპტიმალურ შესაძლებლობებზე გამახვილდა.
განხილული გამოწვევების ფონზე, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის განგრძობით ხასიათზე, რათა დროული და ქმედითი ნაბიჯებით დიამეტრულად შეიცვალოს ავტო ინდუსტრიაში დღეს არსებული სურათი.
სამუშაო შეხვედრა
Author: Kati2022