რეგიონული ტურნე - „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“, ბათუმი

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > Uncategorized > რეგიონული ტურნე – „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“, ბათუმი

რეგიონული ტურნე – „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“, ბათუმი

  • Posted by: Kati2022
რეგიონული ტურნეს – „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ ათვლის წერტილი ბათუმიდან წარმატებული სტარტით დაიწყო. შეხვედრამ აჭარის რეგიონებიდან მობრძანებულ ადგილობრივ მეწარმე – ფერმერებთან ნაყოფიერად და ინფორმატიულად ჩაიარა. ბათუმის ღონისძიებას, ჩვენი ბიზნესპალატის ასოცირებული წევრმა კომპანიამ Elt Building ახლადგახსნილ სასტუმრო La Quinta by Wyndham პარტნიორობითა და მხარდაჭერით უმასპინძლა.
შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიამ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო გალფის ქვეყნების ბაზრებზე არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე, ქართული წარმოების ბაზრის მოთხოვნებზე გადაწყობასა და არაბულ ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ათვისების მექანიზმებზე.
„ ბიზნესპალატა ინტენსიურად ჩართული იქნება თითოეული მეწარმის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირებით. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მეწარმეები ჩვენი გუნდისგან მიიღებთ კონსულტაციას და პროფესიულ დახმარებას არაბულ ბაზრებზე პროდუქციის წარმატებით ექსპორტირებასა და ბაზრების ათვისებაში, ასევე, აღგიქვამთ სრულ მხარდაჭერას და დახმარებას ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების საკითხებში“- აღნიშნა BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ.
ღონისძიებაზე თემატური მოხსენებები წარმოადგინეს ედუარდ მელიამ ასოციაცია ,,დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, და EUGBC-ის წარმომადგენელმა აჭარაში , ბატონმა თამაზ თურმანიძემ, რომლებმაც თავის მხრივ, მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს რეგიონული ტურნეს პროექტისადმი.
ღონისძიებას დაესწრო აჭარის სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ჯუმბერ ტუღუში.
მოხარული ვართ, რომ ბათუმის შეხვედრამ ასე შედეგიანად ჩაიარა, რაც ჩვენი პარტნიორი და მეგობარი კომპანიებისა თუ ასოციაციების დიდი დამსახურებაც არის.
ჩვენი გუნდის სახელით გულწრფელ და დიდ მადლობას მოვახსენებთ თავად ბატონ ელგუჯას, Elt Building -ის დამფუძნებელს, მის უზომოდ ყურადღებიან პერსონალსა და ყველა სხვა ასოციაციასა თუ კერძო პირს, ვინც ტურნეს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
რეგიონული ტურნე ბათუმის შემდეგ მსველეობას ზუგდიდში გააგრძელებს. 25 მარტს, გელოდებით ზუგდიდში!
Author: Kati2022