ოფიციალური მიწვევა დუბაის ფორუმზე

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > ოფიციალური მიწვევა დუბაის ფორუმზე

ოფიციალური მიწვევა დუბაის ფორუმზე

  • Posted by: Kati2022
ოფიციალური მიწვევით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის დელეგაცია, პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით, დუბაიში ორდღიან ბიზნესფორუმზე იმყოფება.
ღონისძიება მისი უდიდებულესობის შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, დუბაის მმართველის პატრონაჟითა და დუბაის ბიზნესპალატის ორგანიზებით იმართება.
ბიზნესპალატის დელეგაცია დღეს გამართულ დახურულ საღამოს სპეციალური მიწვევით დაესწრო, რომლის ფარგლებშიც მათ შეხვედრები გამართეს დუბაის ბიზნესპალატის ხელმძღვანელ პირებსა და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
Author: Kati2022