ინვესტიცია

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ინვესტიცია

რატომ საქართველო?!

,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა” მიზნად ისახავს საქართველოს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის თანაბარი და ტოლერანტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. ინვესტორებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ბიზნესგარემოს არსებობა.

სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, დაბალი გადასახადები და რეგულაციები, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობა, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა – ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები განსაკუთრებით აფასებენ. სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო არის  საქართველოში ინვესტირება  ასეთი მიმზიდველი.

საქართველოს საინვესტიციო გარემოს უპირატესობა  ნათლად არის გამოხატული შემდეგ კომპონენტებში: ქვეყნის პოლიტიკური და ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემო, კონკურენტული სავაჭრო წესები, ლიბერალური საგადასახადო კოდექსი, მოდერნიზებული ლიცენზირების სისტემა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA), საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა.

ხარისხი და უსაფრთხოება

უყურეთ ბიზნესპალატის პრეზენტაციის ვიდეოს
მოგვმართეთ კითხვებით. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა, დახმარება გაგიწიოთ!